თეგი: ალექსი არესტოვიჩი

ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთი სწრაფად, ყოველდღე კარგავს ავიაციას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა ოპერატიული მიმართულება ორამდე შეამცირეს, მარიუპოლისა და დონბასის ჩრდილოეთის მიმართულებით. „შაბათს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა წინ წასვლა ვერ მოახერხეს. რუსეთი სწრაფად კარგავს ავიაციას. და მას კარგავს ყოველდღე. რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შავი ზღვის აკვატორიაში, დაიწყეს საბორტო ნომრების გადაღებვა. ასე ცდილობენ ისინი დამალონ დანაკარგები“, - განაცხადა ბრიფინგზე ალექსი არესტოვიჩმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო

"მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა განცხადა. „უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს